top of page

რიცხვის პროცენტი

  • Jul 20, 2018
  • 1 min read

პროცენტი არის წილადი, რომლის მნიშვნელია 100.

მაგალითად: 50 პროცენტი (50%) = 50/100 = 1/2

 20 პროცენტი (20%) = 20/100 = 1/5

წილადის ან ათწლადის პროცენტის სახით ჩაწერისას ეს რიცხვი უბრალოდ გაამრავლეთ 100–ზე

მაგალითად : იპოვეთ 40–ის 25%.

მეთოდი: ჩაწერეთ 25% წილადის სახით და გაამრავლეთ 40–ზე.

40–ის 25% = 25/100 x 40 =  ¼ x 40 = 10

პროცენტული ზრდა ან კლება

მაგალითად: გაზარდეთ 40 ლარი 8%–ით.

თავდაპირველად, იპოვეთ 40–ის 8% და დაუმატეთ 40–ს.

40–ის 8%= 40–ის 8/100 = 40 ÷ 100 x 8 = 3.2 (კალკულატორით)

ასე რომ , 40–ის 8% = 3.20 ლარი (შენიშვნა: კალკულატორზე გამოთვლის შედეგად მივიღებთ3.2. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ფულის ერთეულის მითითება. ამიტომ ეს შედეგი ჩაიწერება როგორც 3.20 ლარი)

შევკრიბოთ მიღებული რიცხვი და 40. მაშასადამე, პასუხია 43.20 ლარი. 

Comments


bottom of page